გერმანიის „სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ“ და „ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა“ კოალიციურ შეთანხმებას ხელი ოფიციალურად მოაწერეს

გერმანია

გერმანიის „სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ“ და „ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა“ კოალიციურ შეთანხმებას ხელი ოფიციალურად მოაწერეს. ამის შესახებ Spiegel-ი წერს. დოკუმენტის ხელმოწერით, რომელიც ვადამდელი არჩევნებიდან 10 კვირის შემდეგ მოხდა, საბოლოოდ დადასტურდა ახალი მთავრობის ფორმატი. ეს იქნება გერმანიის ისტორიაში მეხუთე კოალიცია ამ შემადგენლობით.

„ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ ლიდერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ პარტიები „მუშაობას პირველივე დღიდან დაიწყებენ“.

„კოალიციური შეთანხმება, რომელსაც დღეს ვაწერთ ხელს, ნათლად აჩვენებს ჩვენს სურვილს ვიმუშაოთ სერიოზულად, ფოკუსირებულად, პრობლემების გააზრებით“, – განაცხადა მერცმა.

ამასთან, დღეს ცნობილი გახდა რამდენიმე მინისტრის ვინაობა. კერძოდ, ბორის პისტორიუსი შეინარჩუნებს თავდაცვის მინისტრის თანამდებობას.