სინოპტიკოსები მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებენ
1759863589
დასავლეთ გერმანიაში, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში მდებარე ქალაქ ჰერდეკეს მერი, ირის შტალცერი დანით დაჭრეს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, 57 წლის ქალს საკუთარი სახლის წინ დაესხნენ თავს. WDR-ის მონაცემებით, ის შვილმა იპოვა. შტალცერმა მას უთხრა, რომ ქუჩაში რამდენიმე კაცი დაესხა თავს. OVB-ის ცნობით, შტალცერი კრიტიკულ მდგომარეობაშია. Bild-ი წერს, რომ მას მრავალი ჭრილობა აქვს მიყენებული მუცლისა და ზურგის არეში.
თავდამსხმელის (ან თავდამსხმელების) და მათი მოტივების შესახებ ამ ეტაპზე არაფერია ცნობილი. პოლიციამ გაზეთ Zeit-ს დაუდასტურა, რომ დანაშაულის ჩამდენი პირების დასაკავებლად სამძებრო ოპერაციას ატარებს, თუმცა სხვა დეტალები არ გაუმხელია.
ირის შტალცერი გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის (Sozialdemokratische Partei Deutschlands, SPD) წარმომადგენელია. ის ჰერდეკეს მერად 28 სექტემბერს აირჩიეს, როდესაც მეორე ტურში ხმების 52.8% მიიღო.