იწვევს უშვილობას, ღვიძლის დაავადებებს - არუნ ხათრი დიასახლისებს აფრთხილებს
1771179309
გერმანიაში, ბრემენთან ახლოს მდებარე პატარა ქალაქ შტურში, ბოლო ორი თვის განმავლობაში ბანკის გაძარცვის უკვე მეხუთე შემთხვევა დაფიქსირდა. 13 თებერვალს, დაახლოებით შუადღისას, დაუდგენელმა პირებმა Volksbank-ის ადგილობრივი ფილიალის სარდაფში შეაღწიეს, რის შემდეგაც 14 სეიფი გატეხეს და დააცარიელეს.
ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერჯერობით უცნობია, რადგან სეიფების შიგთავსი საბანკო საიდუმლოებას წარმოადგენს. პოლიცია დამნაშავეებს ეძებს.
მძარცველებმა შენობის სარდაფში გაურკვეველი სითხე გაასხურეს. სავარაუდოდ, სწორედ ამის გამო, დაახლოებით 15:30 საათზე, ბანკის თანამშრომლები შეუძლოდ გახდნენ. ადგილზე მეხანძრეები და მედიკოსები მივიდნენ. ორ თანამშრომელს სამედიცინო დახმარება დასჭირდა, შენობიდან კი ხალხის ევაკუაცია განხორციელდა. სპეციალურმა გაზომვებმა შენობაში სახიფათო ნივთიერებების მომატებული კონცენტრაცია ვერ გამოავლინა.
ეს ძარცვა გერმანიაში ბოლო ორი თვის განმავლობაში უკვე მეხუთეა. მანამდე თავდასხმები მოხდა შემდეგ ქალაქებში: ბონი, გელზენკირხენი, ჰალე და ვილჰელმსჰაფენი.
ჯერჯერობით არცერთ შემთხვევაში დამნაშავეების დაკავება ვერ მოხერხდა. გამომძიებლები ცდილობენ დაადგინონ, არსებობს თუ არა კავშირი ამ ძარცვებს შორის.