გახსენით ჰორმუზის სრუტე შეშლილებო, თორემ ჯოჯოხეთში იცხოვრებთ - დონალდ ტრამპი ირანს

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ირანს უხეში ფორმით მოუწოდებს ჰორმუზის სრუტის გახსნისკენ.

ტრამპის თქმით, თუ ირანი სრუტეს არ გახსნის მათ ჯოჯოხეთში ცხოვრება მოუწევთ.

"სამშაბათს ირანში ელექტროსადგურებისა და ხიდების დღე იქნება. მსგავსი არაფერი დარჩება. გახსენით ... სრუტე, შეშლილებო, თორემ ჯოჯოხეთში იცხოვრებთ - უბრალოდ უყურეთ! დიდება ალაჰს", - წერს ტრამპი.