დაგროვებითი პენსიის ნაადრევად გატანის დეტალები
1759831510
გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გერმანიისა და ევროპის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს.
მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტის სურვილია, ევროპის პოლიტიკური წესრიგი თავდაყირა დააყენოს.
„ჩვენ წინააღმდეგ საინფორმაციო ომს აწარმოებს. ის აწარმოებს ომს უკრაინის წინააღმდეგ, ეს ომი კი ჩვენ ყველას წინააღმდეგ არის მიმართული“, – განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.
გერმანიის კანცლერის თქმით, ბერლინის ინტერესებშია, დაიცვას ევროპის პოლიტიკური წესრიგი და ღია საზოგადოება.
კითხვაზე, აწარმოებს თუ არა პუტინი ომს გერმანიის წინააღმდეგ, მერცმა უპასუხა, რომ რუსეთის პრეზიდენტი გერმანიის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს.
მისი თქმით, პუტინის მიზანია დაშინება და შიშის დათესვა.
„ჩვენს დაშინებას არ დავუშვებთ, ეფექტურად დავიცავთ თავს ამ საფრთხისგან“, – თქვა გერმანიის კანცლერმა.