ფოტო - ზელენსკიმ და ტრამპმა დრესკოდი დაარღვიეს - რა ეცვათ ლიდერებს პაპის დაკრძალვის ცერემონიაზე

ტრამპი ზელენსკი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რომის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვაზე ჩაცმის წესების შეუსრულებლობაში დაადანაშაულეს. სტატიას The Daily Mail-ი აქვეყნებს. წესი დაარღვია აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმაც.

ცნობილია, რომ ვატიკანმა მკაცრი დრესკოდი დააწესა, რომლის მიხედვითაც მამაკაცებს ცერემონიაზე შავი კოსტიუმი გრძელი შავი ჰალსტუხით და თეთრი პერანგით უნდა სცმოდათ. თუმცა ამერიკელმა ლიდერმა გადაწყვიტა ამ მოთხოვნის უგულებელყოფა და საზოგადოებაში ლურჯი კოსტუმითა და იმავე ფერის ჰალსტუხით გამოჩნდა.

"ტრამპი ერთადერთი წამყვანი ფიგურაა, რომელიც რომის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვაზე ცისფერ კოსტუმს ატარებს", "ტრამპი ცდილობს პაპის დაკრძალვაზე ყურადღების მიქცევას. "სამარცხვინო", "ნამუსიც კი არ ეყო, რომ შავი ჰალსტუხი გაეკეთებინა?", „არავითარი პატივისცემა“ - წერდნენ კომენტარებში ტრამპის ჩაცმულობით აღშფოთებული მოქალაქეები.

ცერემონიაზე ზელენსკი ჰალსტუხის გარეშე იყო, ხოლო ბაიდენს ლურჯი ჰალსტუხი ეკეთა.

მსოფლიოს დანარჩენი ლიდერები სულ შავებში იყვნენ ჩაცმული.