„ბიზნესმენი მანქანაში ჩაცხრილეს, 20 ტყვია მოხვდა...“ - „ტიკილას“ მკვლელობის საქმე
1745700265
ფინეთის პარლამენტმა ქვეყნის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ CNN წერს.
„პარლამენტი მხარს უჭერს ფინეთის განცხადებას ნატოში გაწევრიანების შესახებ. პარლამენტმა პოზიცია საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ანგარიშის შესაბამისად მიიღო 188 ხმა 8-ის წინააღმდეგ კენჭისყრის შემდეგ“, - ნათქვამია პარლამენტის ოფიციალურ Twitter-ზე.
შეგახსენებთ, რომ შვედეთის მთავრობამ ოფიციალურად მიიღო გადაწყვეტილება NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანის შესახებ. 15 მაისს, ფინეთმა განაცხადა, რომ იგი ასევე აპირებს NATO-ში გაწევრიანებას.