როგორ გავახაროთ ხასხასა ჯეჯილი - პრაქტიკული რჩევა სააღდგომოდ
1774957020
ირანმა ფილიპინების დროშის ქვეშ მცურავ გემებს ჰორმუზის სრუტის გავლის ნება დართო.
ამის შესახებ ფილიპინების საგარეო საქმეთა მდივანმა, ტერეზა ლაზარომ ირანელ კოლეგასთან, აბას არაღჩისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა.
ფილიპინების საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტერეზა ლაზაროს აბას არაღჩისთან ნაყოფიერი საუბარი ჰქონდა.
„ირანის საგარეო საქმეთა მდივანმა განაცხადა, რომ ფილიპინების დროშის ქვეშ მცურავ გემებს ირანი ნებას დართავს, ჰორმუზის სრუტე უსაფრთხოდ, შეუფერხებლად და სწრაფად გაიარონ“, – განაცხადეს ფილიპინების საგარეო უწყებაში.