„თუ ამას გააკეთებთ, სიმსივნე არასდროს დაგემართებათ" - ექიმ მარინე ძაგნიძის ვიდეომიმართვა
1779047596
ევროკავშირის საბჭომ, უკრაინელი ბავშვების სისტემატური, უკანონო დეპორტაციის გამო, რუსეთის მოქალაქეებსა და ორგანიზაციებს სანქციები დაუწესა. კერძოდ, ევროკავშირის საბჭოს განცხადების მიხედვით, სანქციები ეხება 16 ფიზიკურ პირსა და შვიდ ორგანიზაციას, რომლებიც პასუხისმგებელი არიან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის საფრთხის შემცველი ან მისი წინააღმდეგ მიმართული ქმედებებისთვის.
სანქცირებულთა სიაში შედის რუსეთის განათლების სამინისტროსთან დაკავშირებული დაწესებულებები. სიაში ასევე მოხვდნენ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ოფიციალური პირები და პოლიტიკოსები, აგრეთვე ახალგაზრდული ბანაკებისა და სამხედრო-პატრიოტული ორგანიზაციების ხელმძღვანელები.
სანქციების მიხედვით, აღნიშნულ პირებსა და ორგანიზაციებს გაეყინებათ აქტივები, ევროკავშირის მოქალაქეებსა და კომპანიებს აეკრძალებათ მათთვის ფინანსური ან ეკონომიკური რესურსების მიწოდება, ხოლო ფიზიკურ პირებს აეკრძალებათ ევროკავშირის ტერიტორიაზე მოგზაურობა.
ევროკავშირის საბჭოს შეფასებით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა თითქმის 20 500 უკრაინელი ბავშვის დეპორტაცია მოახდინა ან ისინი იძულებით გადაიყვანა.
„აღნიშნული ქმედებები წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის მძიმე დარღვევას და არღვევს ბავშვთა ფუნდამენტურ უფლებებს, მიზნად კი ისახავს უკრაინული იდენტობის წაშლასა და მომავალი თაობების დასუსტებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.