„მერაბმა ტრამპს უთხრა...“ - რას წერს გიორგი გაბუნია?
1749370399
ესპანეთში „მაიმუნის ყვავილით“ გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ეს ევროპაში პირველი, ხოლო აფრიკის გარეთ ვირუსით გარდაცვალების მეორე შემთხვევაა. პირველი შემთხვევა ბრაზილიაში დაფიქსირდა.
როგორც მოხსენებაში ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, ქვეყანაში ინფიცირების 4 298 შემთხვევაა დადასტურებული. 3 750 პაციენტიდან, რომელთა შესახებაც ესპანეთის ჯანდაცვის უწყებას აქვს ინფორმაცია, 120 ადამიანი ჰოსპიტალიზებულია.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე თვეში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „მაიმუნის ყვავილთან“ დაკავშირებით, „გლობალური ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობა“ გამოაცხადა.