გორში მანქანა სკოლის მოსწავლეს დაეჯახა - ბავშვი საავადმყოფოში გარდაიცვალა
1788685069
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი ყირიმს არ დათმობს.
„თქვენ იცით და პრეზიდენტმა ამაზე არაერთხელ ისაუბრა, სპეცოპერაციის დაწყებამდე. უკრაინის კონსტიტუციაში ნათქვამია, რომ ყირიმი უკრაინას ძალით უნდა დაუბრუნდეს. და დე ფაქტო უკრაინას ამაზე უარი არ უთქვამს, ჩვენთვის ეს სხვა არაფერია, თუ არა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიების გასხვისების თემის განხილვა, აქ სხვა გაგება არ შეიძლება, ამაზე საუბარი არ შეიძლება“, - განაცხადა პესკოვმა.
მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისაუბრა თავის მზადყოფნაზე, გადაწყვიტოს ყირიმის ბედი არასამხედრო გზით.