ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბაღდადში ამერიკელი ჟურნალისტი ქალი გაიტაცეს

ჟურნალისტი

 ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბაღდადში ამერიკელი ჟურნალისტი ქალი გაიტაცეს. „სკაინიუსის“ ინფორმაციით, გატაცებული შელი კიტლსონია.

ერთ-ერთი ეჭვმიტანილი დაკავებულია. მიმდინარეობს ოპერაცია გამტაცებლების დასაკავებლად. ამ ეტაპზე უცნობია, უკავშირდება თუ არა გატაცება ირანთან მიმდინარე ომს.