საბურთალოზე მოძრაობის წესი შეიცვალა - თბილისის მერია დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს
1788684420
ინდოეთში, დელიში, ექვსი ქალიშვილის დედამ საავადმყოფოდან სამი წლის ბიჭი გაიტაცა, რადგან ვაჟის გაზრდა სურდა. გატაცებული ბავშვი დედაქალაქიდან 1000 კილომეტრზე მეტ მანძილზე, ბიჰარის შტატში იპოვეს.
ბიჭი 27 აგვისტოს დასავლეთ დელიში მდებარე გურუ გობინდ სინგჰის საავადმყოფოდან გაუჩინარდა. შემთხვევის დროს ბავშვის დედა მედიკამენტების საყიდლად იყო წასული, ხოლო სამი წლის ბიჭი საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე თამაშობდა.
პოლიციამ საავადმყოფოს სათვალთვალო კამერების ჩანაწერები შეისწავლა და დააფიქსირა ქალი, რომელსაც ბავშვი თან მიჰყავდა. ვიდეომასალისა და სხვა მტკიცებულებების საფუძველზე სამართალდამცველებმა ქალის გადაადგილების მარშრუტის აღდგენა შეძლეს და მისი ვინაობა დაადგინეს.
გამოძიების შედეგად გაირკვა, რომ გატაცების შემდეგ ქალი დელიდან ბიჰარის შტატში გაემგზავრა. პოლიციამ მისი კვალი 1000 კილომეტრზე მეტ მანძილზე გაჰყვა და საბოლოოდ ბავშვი ბიჰარის მუნგერის რაიონის სოფელ ასნაჰაში იპოვა.
სამართალდამცველებმა გატაცებაში ეჭვმიტანილი 31 წლის ჩუნარი დევი დააკავეს.
დაკითხვის დროს ქალმა პოლიციას განუცხადა, რომ მას ექვსი ქალიშვილი ჰყავდა, თუმცა ვაჟის ყოლა სურდა. მისი თქმით, ჯანმრთელობის პრობლემების გამო კიდევ ერთი შვილის გაჩენა აღარ შეეძლო, რის გამოც გადაწყვიტა, ბავშვი გაეტაცებინა და საკუთარ შვილად გაეზარდა.
პოლიციამ გატაცებული ბიჭი ოჯახს უსაფრთხოდ დაუბრუნა.
საქმეზე გამოძიება გრძელდება და სამართალდამცველები გატაცების ყველა გარემოების დადგენას ცდილობენ.