1745299467
ემანუელ მაკრონი: ურყევი მხარდაჭერა იუნესკო-ს - აშშ-ის გასვლა არ შეასუსტებს ჩვენს ერთგულებას მათ მიმართ, ვინც ამ ბრძოლას ხელმძღვანელობს

იუნესკოდან შეერთებული შტატების გასვლის ფონზე ორგანიზაციას ურყევი მხარდაჭერა საფრანგეთის პრეზიდენტმა გამოუცხადა. ემანუელ მაკრონმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ იუნესკო არის „ოკეანის, განათლების, კულტურისა და მსოფლიო მემკვიდრეობის უნივერსალური დამცველი“.
„ურყევი მხარდაჭერა იუნესკო-ს, ოკეანის, განათლების, კულტურის და მსოფლიო მემკვიდრეობის უნივერსალურ დამცველს. აშშ-ის გასვლა არ შეასუსტებს ჩვენს ერთგულებას მათ მიმართ, ვინც ამ ბრძოლას ხელმძღვანელობს“, - წერს ემანუელ მაკრონი.