ძლიერ სიცხეს ევროპაში სულ მცირე 10 ათასი ადამიანი ემსხვერპლა

ესპანეთში გაუსაძლის სიცხეებს 1 029 ადამიანი ემსხვერპლა

მხოლოდ ივნისის ბოლო კვირაში, ევროპაში ძლიერი სიცხის გამო 10 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას Reuters-ი ევროპული სიკვდილიანობის მონიტორინგის ქსელის, EuroMOMO-ს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სტატისტიკის თანახმად, რისკის ქვეშ ყველაზე მეტად ხანდაზმული ადამიანები იმყოფებიან - გარდაცვლილთაგან 9 ათასზე მეტი 65 წელს გადაცილებული იყო. სპეციალისტების შეფასებით, ჭარბი სიკვდილიანობის ასეთი მაღალი დონის ახსნა ექსტრემალური სიცხის გარდა სხვა რამით „უკიდურესად რთულია“.

სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები საფრანგეთსა და ბელგიაში დაფიქსირდა. ბელგიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის, Sciensano-ს მონაცემებით, ქვეყანაში სიკვდილიანობის მაჩვენებლებმა პიკს მიაღწია 2000 წლიდან მოყოლებული დაკვირვების მთელი ისტორიის განმავლობაში.