ნანიკო ხაზარაძე გია ჯაჯანიძესთან მომხდარ ინციდენტზე კომენტარს აკეთებს
1780429644
მეცნიერებმა 50 წლამდე ასაკის ადამიანებში ძილის დარღვევა სიმსივნის რისკთან დააკავშირეს.
კვლევის მანძილზე მათ 18 მილიონზე მეტი ადამიანის სამედიცინო მონაცემები გააანალიზეს, რომელთა ასაკიც 18-50 წლამდე მერყეობდა. ექსპერიმენტის მიმდინარეობისას მათ ყურადღება ძილის ხარისხსა და კიბოს შორის შესაძლო კავშირზე გაამახვილეს. აღმოჩნდა, რომ ძილის პრობლემების მქონე ინდივიდებში ნაწლავის, სარძევე ჯირკვლის, საშვილოსნოსა და საკვერცხის კიბო უფრო ხშირად გვხვდება.
ზოგიერთ შემთხვევაში 50 წლამდე ასაკის პირებში, რომლებსაც უძილობის დიაგნოზი ჰქონდათ, მომდევნო ხუთ წელიწადში სიმსივნის განვითარების ალბათობა სამჯერ უფრო მაღალი იყო.
მეცნიერთა თქმით, ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ უძილობა პირდაპირ კიბოს იწვევს. კვლევა მხოლოდ კავშირს აჩვენებს, ამიტომ დამატებითი ნაშრომებია საჭირო იმის გასარკვევად, თუ რა დგას ამ ტენდენციის უკან.