1761855398
„დუგინა მოკლა ქალმა, რომელიც მის მეზობლად ქირით ცხოვრობდა“ - ვის ასახელებს რუსეთის ФСБ
 
                                                                რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა (ეფ-ეს-ბე) დარია დუგინას მკვლელობაში უკრანული სპეცსამსახურები დაადანაშაულა, უწყებაში ამბობენ, რომ მათ დანაშაული გახსნეს.
„დადგინდა, რომ დანაშაული მოამზადეს და განახორციელეს უკრაინულმა სპეცსამსახურებმა. შემსრულებელი არის 1979 წელს დაბადებული უკრაინის მოქალაქე ნატალია ვოვკი“,- ნათქვამია „ეფ-ეს-ბეს“ განცხადებაში.
უწყებაში, ასევე, ამბობენ, რომ ვოვკი რუსეთში, 12 წლის ქალიშვილთან ერთად 23 ივლისს ჩამოვიდა და ქირით დუგინას მეზობლად ცცხოვრობდა. მათი მტკიცებით, უკრაინელი ქალი დარია დუგინას ცხოვრების წესს ეცნობოდა.
 
                                                     
                                                     
                                                     
                                                     
                                                     
                                                    










