„ტყუპებზე იყო ორსულად...“ - ახალგაზრდა ადვოკატი ტრაგიკულად გარდაიცვალა
1780912215
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ისრაელმა და ირანმა „სროლა“ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ. შესაბამისი პოსტი მან საკუთარ სოციალურ ქსელში, Truth Social-ში გამოაქვეყნა. მან ასევე აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტა ორივე მხარეს სურს.
„ორივე მხარე, ისრაელიც და ირანიც, ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მიისწრაფვის! „მშვიდობის“ შესახებ საბოლოო მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუკი ამას ხელს უცოდინარობა ან სისულელე არ შეუშლის. ბლოკადა ძალაში და სრული მოცულობით დარჩება მანამ, სანამ „საბოლოო შეთანხმება“ არ იქნება მიღწეული. პროცესები სწრაფად უნდა განვითარდეს“, - წერს ტრამპი.
კვირას ისრაელმა ბეირუთის სამხრეთით „ჰეზბოლას“ სამიზნეებზე დარტყმების შესახებ განაცხადა, რასაც ირანის მხრიდან ისრაელის მიმართულებით დარტყმები მოჰყვა. შემდეგ კი ისრაელმა ირანის ტერიტორიაზე საპასუხო დარტყმა მიიტანა.