„16 ოქტომბერი იყო, ლიკამ რომ მომწერა...“ - რას იხსენებენ მძიმე ავარიაში მოყოლილ 18 წლის გოგოზე
1761508659
დონალდ ტრამპი ტოკიოში ჩავიდა. აშშ-ის პრეზიდენტი იაპონიის საიმპერატორო სასახლეში ქვეყნის იმპერატორს ნარუჰიტოს შეხვდა. ამასთან, როგორც დონალდ ტრამპი აცხადებს, ის მოუთმენლად ელოდება იაპონიის ახლად არჩეულ პრემიერ-მინისტრთან, სანაე ტაკაიჩისთან შეხვედრას.
მედიის ინფორმაციით, ტრამპი იაპონიაში ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაზე, ინვესტიციებსა და თავდაცვის ხარჯებზე გამართავს მოლაპარაკებებს.
ტოკიოში აშშ-ის საელჩოსა და სხვა ღირსშესანიშნაობებთან, რომელთა მონახულებასაც, სავარაუდოდ, დონალდ ტრამპი გეგმავს, უსაფრთხოების გამკაცრებული ზომებია მიღებული. მობილიზებულია ტოკიოს მეტროპოლიტენის პოლიციის დეპარტამენტის 18 ათასამდე თანამშრომელი. ც
ნობისთვის, იაპონიაში ჩასვლამდე აშშ-ის პრეზიდენტი მალაიზიაში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის სამიტზე იმყოფებოდა. ტრამპის ტურნე 30 ოქტომბერს სამხრეთ კორეაში სი ძინპინთან პირისპირ შეხვედრით დასრულდება.