დონალდ ტრამპი სი ძინპინს: ჩემთვის პატივია ვიყო თქვენი მეგობარი, ხოლო ჩინეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები გახდება უკეთესი, ვიდრე ოდესმე

ჰუ

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მისთვის დიდი პატივია ჩინეთის ლიდერის, სი ძინპინის მეგობარი იყოს.

„ჩემთვის პატივია ვიყო თქვენთან. ჩემთვის პატივია ვიყო თქვენი მეგობარი, ხოლო ჩინეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები გახდება უკეთესი, ვიდრე ოდესმე“, - განაცხადა ტრამპმა პეკინში სი ძინპინთან მოლაპარაკებების დროს.

აშშ-ის პრეზიდენტმა სი ძინპინს აგრეთვე დიადი ლიდერი უწოდა. „თქვენ დიადი ლიდერი ხართ. ყველას ვეუბნები, რომ თქვენ დიადი ლიდერი ხართ. ხანდახან ადამიანებს არ უყვართ, ასე რომ ვამბობ, მაგრამ მე ამას მაინც ვამბობ, იმიტომ რომ ეს სიმართლეა. მე მხოლოდ სიმართლეს ვამბობ“, - დასძინა თეთრი სახლის ლიდერმა.

„არიან ისეთები, ვინც ამბობს, რომ ეს შესაძლოა, ყველა დროის ყველაზე დიდი სამიტი იყოს. თქვენ დიდი ლიდერი ხართ, პატივია თქვენთან ყოფნა, პატივია, თქვენი მეგობარი ვიყო“, – უთხრა დონალდ ტრამპმა სი ძინპს.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ სი ძინპინთან ურთიერთობა ნებისმიერ წინა სახელმწიფო მეთაურთა ურთიერთობაზე გრძელვადიანი და მჭიდროა.

„მე და თქვენ ერთმანეთს დიდი ხანია, ვიცნობთ. სინამდვილეში, ჩვენი ურთიერთობა ამერიკისა და ჩინეთის ნებისმიერ წინა პრეზიდენტთა ურთიერთობაზე გრძელია. ჩვენ შესანიშნავად ვთანამშრომლობდით. სირთულეებისას ყოველთვის გამოსავალს ვპოულობდით, პირდაპირ ვურეკავდით ერთმანეთს. ბევრმა არ იცის, მაგრამ პრობლემა რომ წამოიჭრებოდა, ძალიან სწრაფად ვაგვარებდით და მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ წინ ფანტასტიური საერთო მომავალი გველოდება“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.