კახეთში, ცოლ-ქმრის ჩხუბს მეზობლის ქალი ემსხვერპლა
1781618034
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსულ ნავთობზე სანქციების შემსუბუქების რეჟიმი მალე გაუქმდება. შესახებ დონალდ ტრამპმა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან შეხვედრისას განაცხადა.
„მალე ასეთი შესაძლებლობა გვექნება, რადგან ნავთობის მიწოდება აღდგენილია. ჩვენ რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციები შევამსუბუქეთ, რადგან არ გვქონდა განზრახვა, რომ ნავთობის მიწოდებისთვის ხელი შეგვეშალა. ასე რომ, მალე ამის შესაძლებლობა გვექნება“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, რუსეთის ნავთობზე დაწესებული სანქციების შემსუბუქების გადაწყვეტილება აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა სპარსეთის ყურეში ომისა და ჰორმუზის სრუტის ბლოკირების ფონზე მიიღო.