1746008707
დონალდ ტრამპი ეფექტიანობის დეპარტამენტის მიერ გაუქმებული გარკვეული პროგრამების აღდგენას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა,რომ განიხილავს სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის მიერ გაუქმებული გარკვეული პროგრამების აღდგენას.
„არის რამდენიმე რამ, რასაც ამჟამად ვფიქრობ, რომ აღვადგინო“, – განაცხადა ტრამპმა ABC News-თან ინტერვიუში.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტმა „ასობით მილიარდი დოლარი“ დაზოგა.
დონალდ ტრამპის თქმით, სააგენტოებში, რომელზეც სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის შემცირებებმა გავლენა მოახდინა, ბევრ რესურს ფლანგავდნენ და თალღითობდნენ.
„შეხედეთ ზოგიერთ საქმეს, რაც მოხდა. მილიარდობით დოლარი გადაეცათ ადამიანებს უმიზეზოდ“, – განაცხადა ტრამპმა.