გორში, ბოლო ზარის მანქანების კოლონა ავარიაში მოჰყვა
1779282339
ბრიტანეთის მთავრობამ, აშშ-ის მსგავსად, შეამსუბუქა სანქციები რუსულ ნავთობზე, რომელიც მესამე ქვეყნებში დიზელის საწვავად და საავიაციო ნავთად გადამუშავდება. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
შემსუბუქებული რეჟიმი დღეიდან შევიდა ძალაში.
დიდი ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენლის განცხადებით, ეს დროებითი გადაწყვეტილებაა. მისივე თქმით, დიდი ბრიტანეთი კვლავაც ერთგულია მკაცრი სანქციური რეჟიმის.
როგორც „როიტერი“ წერს, სანქციების შემსუბუქება ასახავს ენერგეტიკული კრიზისის გაღრმავებისა და ზოგიერთი ნავთობპროდუქტის მიწოდების შეფერხების შიშს, რაც ჰორმუზის სრუტის მიმდინარე ბლოკადას უკავშირდება.