დემოკრატიაში ძალადობის ადგილი არაა, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ დონალდ ტრამპს - მაკრონი

ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი თეთრი სახლის კორესპონდენტების ასოციაციის ყოველწლიურ მიღებაზე მომხდარ სროლას ეხმაურება.

მისი თქმით, დემოკრატიაში ძალადობის ადგილი არ არის.

"შეერთებული შტატების პრეზიდენტზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმა მიუღებელია. ძალადობას დემოკრატიაში ადგილი არ აქვს. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ დონალდ ტრამპს", - განაცხადა მაკრონმა.

თეთრი სახლის კორესპონდენტების ასოციაციის მიღებაზე, რომელსაც ტრამპი ესწრებოდა, ცეცხლი გახსნეს. ეჭვმიტანილი დაკავებულია.