მძიმე ავარია თბილისში - დაღუპულია 17 წლის ბიჭი
1751919367
ტიბეტური ბუდიზმის სულიერმა ლიდერმა დალაი-ლამამ განაცხადა, რომ იმედოვნებს, იცხოვრებს 130 წელზე მეტ ხანს, ანუ მინიმუმ კიდევ ოთხი ათწლეულის განმავლობაში.
როგორც სააგენტო Reuters იუწყება, ეს განცხადება დალაი-ლამამ წარმოთქვა ცერემონიაზე, რომელიც მის 90 წლის იუბილეს მიეძღვნა. ათასობით მორწმუნე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან შეიკრიბა მთიან ქალაქ დჰარამშალაში, რათა ამ ცერემონიაში მონაწილეობა მიეღო. დალაი-ლამამ მათ დაუდასტურა, რომ სიკვდილის შემდეგ კვლავ განახლდება როგორც რწმენის სულიერი ლიდერი.
„ამ დრომდე მე საკმაოდ კარგად ვემსახურე ბუდდჰადჰარმას და ტიბეტის ხალხს. და მაინც, იმედი მაქვს, რომ ვიცხოვრებ 130 წელზე მეტ ხანს. ჩვენ დავკარგეთ ჩვენი ქვეყანა და დევნილობაში ვცხოვრობთ ინდოეთში, მაგრამ მაინც შევძელი დიდი სარგებლობის მოტანა. ამიტომაც, აქ, დჰარამშალაში ცხოვრებისას, ვაპირებ ვემსახურო ადამიანებს და დჰარმას მანამ, სანამ შევძლებ.“
„თუ წინასწარმეტყველებებს დავეყრდნობით, ვგრძნობ, რომ კურთხევა მაქვს. დღემდე გავაკეთე ყველაფერი, რაც შემეძლო. სულ მცირე, იმედი მაქვს, რომ კიდევ 30 ან 40 წელს ვიცოცხლებ“, — უთხრა დალაი-ლამამ ცერემონიის დროს შეკრებილ მომლოცველებს.