1747684516
დაკავებულია ბიცებსკელი მანიაკის 14 წლის მიმდევარი, რომელმაც 7 წლის გოგონა მოკლა

17 მაისს ბერდიანსკში დააკავეს 14 წლის გოგონა, რომელიც „ბიცებსკელი სრიული მკვლელის“, ალექსანდრ პიჩუშკინით იყო მოხიბლული და 7 წლის სკოლის მოსწავლის სასტიკ მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. როგორც SHOT იტყობინება, მეშვიდე კლასელმა თავისი ფავორიტის, ბიცებსკელი მანიაკის მეთოდების გამეორება სცადა და დანაშაულის ადგილზე წერილი დატოვა, რომელშიც სერიული მკვლელის მიმართ სიყვარულს აცხადებდა. საგამოძიებო კომიტეტმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც 14 წლის გოგონას დაკითხვის პროცესია გადაღებული.
7 წლის ქერა თმიანი გოგონა 16 მაისს გაუჩინარდა. დაახლოებით საღამოს 5:00 საათზე. ის სახლის ეზოში, მეგობრებთან ერთად სათამაშოდ გავიდა, მაგრამ სახლში არ დაბრუნებულა. პოლიციამ მაშინვე დაიწყო ძებნა. მეორე დღეს ბავშვის ცხედარი ადგილობრივი ქარხნის მახლობლად, ტყის სარტყელში იპოვეს. მალევე, დეტექტივებმა ეჭვმიტანილის, 14 წლის მეშვიდე კლასის მოსწავლის ვინაობა დაადგინეს.
წინასწარი ინფორმაციით, სკოლის მოსწავლემ მსხვერპლს თავში ჩაქუჩი სასიკვდილოდ დაარტყა, რითაც „ბიცებსკელი მანიაკის“ საყვარელი მეთოდი გაიმეორა.
პ.ს. ბიცებსკელმა მანიაკმა, ალექსანდრე პიჩუშკინმა, რომელიც 48 მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობას იხდიდა, დედაქალაქის სევერნოე ბუტოვოს რაიონში კიდევ დამატებით 11 მკვლელობა აღიარა. ახლა მას ახალი გამოძიება ელის.