დაღესტანში წყალდიდობის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

დაღესტანი

დაღესტანში ძლიერი წყალდიდობის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. სტიქიის შედეგად 140-მდე სოფელი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. დატბორილია 1500-ზე მეტი სახლი. მეწყერი ჩამოწვა გზატკეცილზე. შეფერხებულია რკინიგზის მოძრაობა. რთული სიტუაცია დერბენტის რაიონში, სადაც წყლის დონის მომატების გამო დამბა გაირღვა. ტერიტორიიდან გაყვანილია 4 ათასზე მეტი ადამიანი.

წყალდიდობას მსხვერპლიც მოჰყვა - დაიღუპა ფეხმძიმე ქალი და მოზარდი.