დააკავეს მამაკაცი, რომელმაც ქალს ყური მხოლოდ იმის გამო მოაჭამა, რომ ის საპირფარეშოში შეყოვნდა

ყური მოაჭამა

ბრაზილიაში მამაკაცმა კონცერტზე თავის შეყვარებულის ყურის დიდი ნაწილი მოაჭამა, მიზეზი კი, როგორც თავად განმარტა, ქალის საპირფარეშოში დიდხანს ყოფნა გახდა. ინფორმაციას უცხოური ემდია ავრცელებს.

შემთხვევა 19 აპრილს პირაკაიას მუნიციპალიტეტში, სან-პაულოს შტატში მოხდა. 29 წლის ვენდელ  პოლოონი საკონცერტო დარბაზის შესასვლელში, რამდენიმე ათეული დამსწრის თვალწინ ქალს თავს დაესხა. მან გოგონას თმებში წაავლო ხელი და კბილებით ყურის ნაჭერი მოაკვნიტა.

მამაკაცი დააკავეს და პოლიციაში გადაიყვანეს. დაშავებულ ქალს  ყურზე ნაკერები დაადეს. კაცმა განაცხადა, რომ მისი გაბრაზება გოგონას დიდი ხნის საპირფარეშოში ყოფნამ განაპირობა. 

მამაკაცის დაკავებისას პოლიციის თანამშრომლებმა აღნიშნეს, რომ ის მთვრალი იყო.