ვის და რა შემთხვევაში დაუფინანსებს სახელმწიფო იპოთეკური სესხების პროცენტებს - დეტალები
1778045894
ამერიკის ავტომობილების ასოციაციის (AAA) ბოლო მონაცემებით, აშშ-ში ბენზინის ფასმა თითქმის 3 ცენტით მოიმატა და ერთი გალონი (დაახლოებით 3.78 ლიტრი) „რეგულარის“ ტიპის საწვავის საშუალო ფასმა 4.48 დოლარი შეადგინა - ეს მაჩვენებელი გასულ კვირასთან შედარებით 30 ცენტით მეტია, ხოლო ირანთან ომის დაწყების შემდეგ ფასების 50%-იან ზრდას ნიშნავს, - წერს ტელეკომპანია CNN.
საწვავის ფასი ახლა ყველაზე მაღალია 2022 წლის ივლისის შემდეგ, რაც იმავე წლის დასაწყისში რუსეთის უკრაინაში შეჭრას მოჰყვა. მაშინ ფასების მკვეთრმა ნახტომმა რეკორდულ ნიშნულს - 5.02 დოლარს მიაღწია.
კომპანია Gulf Oil-ის მრჩევლის, ტომ კლოზას თქმით, იმის შანსი, რომ ბენზინის ფასი ისევ 5 დოლარს მიუახლოვდეს, დაახლოებით 50/50-ზეა.
„უახლესი ტენდენცია, რასაც ჩვენ ვხედავთ, ფასების მკვეთრი ზრდაა იმ ბაზრებზე, რომლებიც სანაპირო ზოლში არ მდებარეობს“, - განაცხადა კლოზამ.
მისი მოლოდინით, ამ თვეში ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასი გალონზე 4.75 დოლარს მიაღწევს.