"ტემპერატურა +32 გრადუსს მიაღწევს..." - როდის გამოიდარებს საქართველოში
1778047012
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი უძილაურს დღეს ბრალი ოფიციალურად უნდა წაუყენონ.
სუს-ის მიერ დაკავებული პირი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი იყო. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ფარულმა საგამოძიებო მოქმედებებმა დაადასტურა, რომ საჯარო მოხელე, სამსახურებრივი მდგომარეობისა და პირადი კავშირების გამოყენებით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებისთვის სადაზვერვო ინფორმაციას სისტემატურად მოიპოვებდა და გადასცემდა.
"კურიერმა" იმის გარკვევა შეძლო, რომ უცხო ქვეყანა, რომლის სასარგებლოდაც უძილაური ჯაშუშობდა, ერთ-ერთი ევროპული სახელმწიფოა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 8-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.