მაგნიტური ქარიშხალი ზედიზედ 3 დღე გაგრძელდება - როგორ მოვიქცეთ 17 სექტემბრამდე
1757620483
ჩრდილოეთ კორეამ აღმოსავლეთ უკრაინაში, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების ე.წ. დამოუკიდებელობა აღიარა. ამის შესახებ სააგენტო Reuters სეპარატისტ ლიდერებსა და რუსულ მედიაზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ცნობით, რუსეთისა და სირიის შემდეგ, ამ ნაბიჯით ჩრდილოეთ კორეა მესამე ქვეყანა გახდა, რომელმაც დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკები დამოუკიდებელ სახელმწუფოდ ცნო.
„ტელეგრამის“ საკუთარ არხზე გამოქვეყნებულ პოსტში, დონეცკის სეპარატისტმა ლიდერმა დენის პუშლინმა იმედი გამოთქვა, რომ ოფიციალურ ფხენიანთან "ნაყოფიერი თანამშრომლობა" ექნება.
ცნობისთვის, მანამდე, ჩრდილოეთ კორეამ 2014 წელს რუსეთის მიერ განხორციელებულ ყირიმის ანექსიასაც მხარი დაუჭირა.
სიახლე მართვის მოწმობასთან დაკავშირებით
1757616093