„ახლა გავარკვიე, 100 ათასზე მეტი ჰქონია გადარიცხული…“ - გარდაცვლილი 22 წლის ბიჭის ბაბუა
1779220355
ჩინეთმა შეერთებული შტატების წარმომადგენლობითი პალატის სპიკერს, ნენსი პელოსისა და მის ოჯახს სანქციები დაუწესა. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს. ოფიციალურმა პეკინმა ეს გადაწყვეტილება პელოსის ტაივანში ვიზიტის გამო მიიღო.
ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ პელოსის ვიზიტი პროვოკაციული იყო, რაც "ძირს უთხრის ჩინეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას".
ცნობისთვის, ჩინეთის მუქარის მიუხედავად, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი და კონგრესმენები ტაივანში 2 აგვისტოს ჩავიდნენ. ეს იყო პირველი შემთხვევა ბოლო 25 წლის განმავლობაში, როდესაც ასეთი მაღალი რანგის ამერიკელი პოლიტიკოსი კუნძულოვან სახელმწიფოს ესტუმრა.