ვინ არის 21 წლის ლამაზმანი, რომლის გარეგნობამ ინტერნეტი ააფეთქა - ექსკლუზიური ინტერვიუ
1775504770
ჩინეთისა და რუსეთის პრეზიდენტები „დიდი ოცეულის“ სამიტს დაესწრებიან. ინფორმაციას „ბიბისი“ ინდონეზიის პრეზიდენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
ეს არის პირველი დადასტურებული ინფორმაცია, რომ ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი ბალიზე დაგეგმილ სამიტზე ჩავლენ. კოვიდპანდემიის დაწყების შემდეგ, ეს ჩინეთის პრეზიდენტის პირველი საგარეო ვიზიტია.
ამასთან, ეს იქნება პირველი გლობალური სამიტი, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გაიმართება.
ბალიზე „დიდი ოცეულის“ სამიტი ნოემბერშია დაგეგმილი. ვარაუდობენ, რომ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც.
G20-ის სამიტზე მოწვეულია უკრაინის პრეზიდენტიც, ვოლოდიმირ ზელენსკი, თუმცა ამჟამად უცნობია დაესწრება თუ არა ის შეხვედრას.
უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ითხოვდა, რომ G20-ის სამიტზე მოწვეული ქვეყნებიდან რუსეთი გამოეკლოთ.