15 წლის შემდეგ ეყოლა ოჯახს შვილი და დააქციეს... - ავარიის დროს დაღუპულ 3 წლის ბავშვს გლოვობენ
1753560095
ჩიკაგოს სიახლოვეს აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გამართულ აღლუმზე სროლის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა. თავდამსხმელი დაკავებულია.
ბოლო მონაცემებით, მოკლულია ექვსი ადამიანი, დაიჭრა 24. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
თვითმხილველების ცნობით, აღლუმზე სროლის ხმა მისი დაწყებისთანავე გაისმა. ქალაქ ჰაილენდ პარკის მერის ცნობით, თავდამსხმელმა ცეცხლი ერთ-ერთი შენობის სახურავიდან გახსნა.
პოლიციის ინფორმაციით, ბოროტმოქმედის დაკავება შემთხვევის ადგილის სიახლოვეს, დევნის შედეგად მოხერხდა. დამნაშავე 22 წლის ახალგაზრდა მამაკაცი აღმოჩნდა. ამოღებულია შაშხანა, რომლიდანაც ის აღლუმის მონაწილეებს ესროდა.
თავდასხმის მოტივი ჯერ უცნობი რჩება.