1757707454
ბულგარეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ბურგასის სანაპიროზე აღმოაჩინეს დრონი, რომლის წარმომავლობაც დაუდგენელია

ბულგარეთის სანაპიროზე დრონი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, საგანგებო სამსახურებმა მიიღეს შეტყობინება, რომ ბურგასის სანაპიროზე ზღვამ უპილოტო საფრენი აპარატი გამორიყა. ადგილზე მისულმა ოპერატიულმა ჯგუფმა დაადგინა, რომ დრონი არ შეიცავს ასაფეთქებელ მოწყობილობას და არ წარმოადგენს საფრთხეს.
აპარატი შესასწავლად ბურგასის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე გადაიტანეს.
უპილოტო საფრენი აპარატის წარმომავლობა დაუდგენელია.
ცნობისთვის, აგვისტოში ბულგარეთის ერთ-ერთ სანაპიროზე, სავარაუდოდ, რუსული სადაზვერვო დრონი აღმოაჩინეს.