1766072080
ბრიუსელში დღეს ევროკავშირის ლიდერების სამიტი გაიმართება
დღეს ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების სამიტი გაიმართება, რომელიც ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. შეხვედრაზე ლიდერებმა უნდა გადაწყვიტონ, როგორ უზრუნველყონ უკრაინის დაფინანსება 2026-2027 წლებში, მათ შორის სამხედრო და თავდაცვითი საჭიროებებისთვის. ასევე იმსჯელებენ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე და მშვიდობის მიღწევის დიპლომატიურ ძალისხმევაზე.
სამიტზე განხილვის საგანი იქნება კანდიდატი ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების პროცესიც და ამ მიმართულებით მიღწეული პროგრესი. ევროკავშირის ლიდერები ასევე იმსჯელებენ იმაზე, თუ როგორ დაიცვას ევროკავშირმა თავი გარე ეკონომიკური და პოლიტიკური ზეწოლისგან, ასევე იმაზე, როგორ გაზარდონ კონკურენტუნარიანობა. დღის წესრიგში ასევე შედის: საბიუჯეტო საკითხი, ახლო აღმოსავლეთში არსებული სიტუაცია, ევროპული თავდაცვა და მიგრაცია.
სამიტის ხელმძღვანელი ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა იქნება. შეხვედრას დაესწრება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც.
ხობში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
1766075033











