მძღოლი დაჯარიმდება 100, 200 და 300 ლარით, ასევე დააკლდება ქულები - რეგულაციის დეტალები
1794996190
ბრიტანულმა კომპანია HausBots-მა უორვიკის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით HB1 რობოტი შეიმუშავა, რომელიც კედლებზე გადაადგილდება. ამის შესახებ ინფორმაციას Coventry Live ავრცელებს.
HB1-ის მთავარი მიზანი მუშების უსაფრთხოების დაცვა, სამუშაო ადგილზე მათი ჩამოვარდნის შედეგად დაზიანებების ან გარდაცვალების რაოდენობის შემცირებაა.
რობოტს ვერტიკალურ ზედაპირზე მოძრაობა, შენობებისა და ინფრასტრუქტურის შემოწმება, ზედაპირის დათვალიერება და მოხატვაც კი შეუძლია. HB1 ექვს კგ-მდე ტვირთს გადააადგილებს. დისტანციური მართვის რადიუსი მიწიდან 30 მეტრია.