მაგნიტური ქარიშხალი ზედიზედ 3 დღე გაგრძელდება - როგორ მოვიქცეთ 17 სექტემბრამდე
1757620483
ბრიტანეთში რკინიგზის ათობით ათასი თანამშრომელი გაიფიცა. ისინი, ინფლაციის ფონზე, ხელფასების მომატებას ითხოვენ, - ამის შესახებ Al Jazeera წერს.
გაერთიანებულ სამეფოში არსებული 34 სარკინიგზო ოპერატორიდან 7-ის თანამშრომლების გაფიცვის შედეგად, სარკინიგზო მიმოსვლა შეფერხდა.
ერთ-ერთი მსხვილი სარკინიგზო ოპერატორის - First Rail-ის წარმომადგენელი ამბობს, რომ ხელფასებს მხოლოდ იმ შემთხვევაში გაზრდიან, თუ „მემანქანეები სამუშაო პრაქტიკის ცვლილებას დათანხმდებიან“.
„ჩვენ არ ვეუბნებით ადამიანებს, უფრო მეტი საათი იმუშაონ, ჩვენ ვეუბნებით, რომ იყვნენ უფრო პროდუქტიულები იმ საათების განმავლობაში, რომლებიც ამჟამად აქვთ“, - ამბობენ კომპანიაში.
ბრიტანეთში ინფლაციის დონემ ბოლო 40 წლის მაქსიმუმს მიაღწია.
სიახლე მართვის მოწმობასთან დაკავშირებით
1757616093