ბენიამინ ნეთანიაჰუ: ჩვენ ძირს ვუთხრით ირანულ რეჟიმს იმ იმედით, რომ ადამიანებს მისი დამხობის შესაძლებლობა მიეცემათ

 ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ირანის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, ალი ლარიჯანის ლიკვიდაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ისრაელი მოკავშირეებთან ერთად ძირს უთხრის ირანულ რეჟიმს იმ იმედით, რომ ადამიანებს მისი დამხობის შესაძლებლობა მიეცემათ.

„ჩვენ ძირს ვუთხრით რეჟიმს იმ იმედით, რომ ადამიანებს მისი დამხობის შესაძლებლობა მიეცემათ. ეს სწრაფად არ მოხდება და მარტივი არ იქნება. მაგრამ, თუ ჩვენ სიმტკიცეს გამოვიჩენთ, მივცემთ მათ შესაძლებლობას საკუთარ ხელში აიღონ თავიანთი ბედი“, - თქვა ნეთანიაჰუმ.

მისი განცხადებით, ისრაელი ამერიკას სპარსეთის ყურეში ეხმარება და წინ „უამრავი სიურპრიზია მოსალოდნელი“.