„ეს მოხდება წლის ბოლომდე...“ - ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1755460048
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის გამართულ შეხვედრაზე, ოვალურ კაბინეტში, უკრაინის დიდი რუკა იყო გამოფენილი, - წერს BBC.
რუკაზე, ქვეყნის აღმოსავლეთი ნაწილი, რომელიც რუსეთის სამხედრო ძალების კონტროლქვეშაა, ვარდისფრად იყო მონიშნული, რაც უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 20%-ს წარმოადგენს.
„აღნიშნული რუკა შეხვედრის მონაწილე უკრაინელი ოფიციალური პირებისთვის თითქმის ოთხწლიანი ომის მძიმე რეალობის შეხსენება იყო. [ოვალური კაბინეტიდან] მედიის გასვლის შემდეგ, ამ რუკის გამოყენებით, შესაძლოა, ტრამპმა ზელენსკისზე ზეწოლა გაზარდოს და მშვიდობის სანაცვლოდ ტერიტორიების დათმობაზე დაითანხმოს“, - აღნიშნავს BBC.