ბათუმში დაკარგული ალექსანდრე მიქელაძის დედა ვიდეომიმართვას ავრცელებს
1755199255
ავსტრიამ ოთხი რუსი დიპლომატი “პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადა და ქვეყნიდან გააძევა, ამის შესახებ ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. დიპლომატების გაძევების მიზეზი „დიპლომატიური სტატუსის შეუსაბამო“ ქმედება გახდა.
გაძევებულმა რუსმა დიპლომატებმა ქვეყანა არაუგვიანეს 12 აპრილამდე უნდა დატოვონ. სამი დიპლომატი ვენაში რუსეთის საელჩოს თანამშრომელი იყო, ხოლო გაძევებული კიდევ ერთი დიპლომატი ზალცბურგში რუსეთის საკონსულოში მუშაობდა.
რუსი დიპლომატების გაძევებას გამოეხმაურა კრემლის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი, რომელმაც განაცხადა, რომ ეს "აუცილებლად გამოიწვევს საპასუხო ნაბიჯებს".