17 თებერვლამდე უნდა მოასწროთ, ასეთი შანსი ხშირად არ მოდის... - ეზოტერიკოსის რჩევა
1771188104
ავღანეთის ქალაქ ყუნდუზში მომხდარ აფეთქებას სულ მცირე 33 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
აფეთქება ავღანეთის ჩრდილოეთ რეგიონში მდებარე ქალაქ ყუნდუზში, ერთ-ერთ სუნიტურ მეჩეთში პარასკევის ლოცვის დროს მოხდა.
თალიბანის ადმინისტრაციის სპიკერმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა ,,ტვიტერში" დაღუპულთა რიცხვი დაადასტურა და განაცხადა, რომ 43 ადამიანია დაჭრილი.
,,ამ ინციდენტების დამნაშავეები ბოროტი ელემენტები არიან. მათ დასაკავებლად და დასასჯელად სერიოზული ძალისხმევა მიმდინარეობს", - განაცხადა მუჯაჰიდმა.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია საკუთარ თავზე.