მძღოლი დაჯარიმდება 100, 200 და 300 ლარით, ასევე დააკლდება ქულები - რეგულაციის დეტალები
1794996190
აშშ უკრაინელი სამხედროების მომზადების მასშტაბების მნიშვნელოვნად გაფართოების საკითხს განიხილავს. „სიენენის“ ცნობით, ბაიდენის ადმინისტრაციაში საუბარია გერმანიაში არსებულ ბაზაზე 2 500-მდე უკრაინელი სამხედროს გაწვრთნის შესახებ.
ამასთან, გაფართოვდება წვრთნების მიმართ მიდგომაც და უფრო დიდ ჯგუფებს კიდევ უფრო რთული ტაქტიკური მანევრების წარმოებას ასწავლიან ბრძოლის მიმდინარეობისას, მათ შორის ქვეითებისა და საარტილერიო მანევრების კოორდინაციას.
როგორც „სიენენი“ აღნიშნავს, ეს იქნება უფრო ინტენსიური და ყოველმხრივი სწავლება, ვიდრე ამას უკრაინელი სამხედროები ამ დრომდე პოლონეთსა და გაერთიანებულ სამეფოში იღებდნენ.