არასოდეს გადაღვაროთ წყალი, რომელშიც კვერცხს მოხარშავთ - ნახეთ მიზეზი
1747243405
აშშ-ში, სამხრეთ სან-ფრანცისკოში, დეზ მეტალის ცნობილი შემსრულებელი პოლიციამ მოკლა. მას მეზობელთან ხეების გასხვლასთან დაკავშირებით კამათი მოუვიდა, რაც ძალადობაში გადაიზარდა.
სან-ფრანცისკოს პოლიციამ ხუთშაბათს მედიას დაუდასტურა, რომ 60 წლის გიტარისტი ბრაიან მონტანა მეზობელს იარაღით ემუქრებოდა და რამდენჯერმე გაისროლა, რის გამოც პოლიციას მის გასანეიტრალებლად საპასუხო ცეცხლის გახსნა მოუწია.
პოლიციის განმარტებით, მუსიკოსმა პოლიციელების მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა მას ცეცხლი გაუხსნეს. მამაკაცი მიღებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
ოფიციალური პირების ინფორმაციით, მონტანამ სამი სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა. ინცინდენტი ნახევარი საათის განმავლობაში გრძელდებოდა, რის შემდეგაც მუსიკოსი გარდაიცვალა.