პოლონეთში ქართული მაფიის შვიდი წევრი დააკავეს, მათ შორის ერთი ქალი და ერთი ე.წ. ,,კანონიერი ქურდია“
1747487599
აშშ შეაკავებს ნებისმიერ აგრესიასა და საფრთხეს ფინეთისა და შვედეთის მისამართით, ვიდრე ნატო მათ ალიანსში გაწევრიანებას განიხილავს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა.
„ფინეთი და შვედეთი აშშ-ის ხანგრძლივი და საიმედო პარტნიორები არიან. NATO-ში გაწევრიანებით ისინი კიდევ უფრო გააძლიერებენ ჩვენს თავდაცვით თანამშრომლობას და სარგებელს მოუტანენ მთელ ტრანსატლანტიკურ ალიანსს. ნატოელ მოკავშირეებთან ერთად, აშშ შეინარჩუნებს მის აქტიურ სწავლებასა და არსებობას ბალტიის ზღვის რეგიონში. ვიდრე მათი NATO-ში გაწევრიანება განიხილება, აშშ იმუშავებს ფინეთთან და შვედეთთან, რათა შეინარჩუნოს სიფხიზლე ნებისმიერი საფრთხის წინააღმდეგ ჩვენი საერთო უსაფრთხოების წინაშე და შეაკავოს აგრესია ან აგრესიის საფრთხე“, – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.