ძმის მარცხის შემდეგ, ალექსანდრე თოფურია მიმართვას ავრცელებს
1781522507
აზიაში ნავთობის ფასები მას შემდეგ შემცირდა, რაც პაკისტანმა, რომელიც აშშ-სა და ირანს შორის ომის დასრულების მიზნით მედიატორის როლს ასრულებდა, ჩარჩო შეთანხმების მიღწევის შესახებ გამოაცხადა.
გლობალური ნავთობის ეტალონის, „Brent“-ის მარკის ნედლი ნავთობის ფასი 4.8%-ით შემცირდა და ბარელზე $83.18 შეადგინა, ხოლო ამერიკულ ბირჟებზე ვაჭრობისას ნავთობის ფასმა 5.6%-ით დაიკლო და $80.13-ზე ჩამოვიდა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შესახებ განაცხადა. „ჩვენ გვაქვს შეთანხმება ირანთან. ვულოცავ ამას ყველას! ახლა მე გავცემ ბრძანებას, დაუყოვნებლივ შეწყდეს აშშ-ის მიერ განხორციელებული საზღვაო ბლოკადა“, - დაწერა მან სოციალურ ქსელში Truth Social.
არსებული ინფორმაციით, მხარეები შეთანხმებას ხელს 19 ივნისს, შვეიცარიაში მოაწერენ, შემდეგ კი 60 დღის განმავლობაში საკამათო საკითხებზე მოლაპარაკებებს გამართავენ.