1-ლი იანვრიდან მძღოლები ზედმეტი ხმაურის გამო დაჯარიმდებიან
1766140199
აშშ „მწვანე ბარათის“ პროგრამას აჩერებს, – ამის შესახებ აშშ-ის საშინაო უსაფრთხოების მდივანმა, კრისტი ნოემმა განაცხადა.
ნოემის თქმით, დონალდ ტრამპის მითითებით, „მწვანე ბარათის“ პროგრამის შეჩერების ბრძანება გასცა.
ამასთან, მისივე განმარტებით, პროგრამამ ბრაუნის უნივერსიტეტში სროლაში ეჭვმიტანილს აშშ-ში ჩასვლის საშუალება მისცა.
„ბრაუნის უნივერსიტეტში სროლაში დამნაშავემ, კლაუდიო მანუელ ნევეშ ვალენტემ 2017 წელს „მწვანე ბარათი“ მიიღო. ეს საზიზღარი ადამიანი ჩვენს ქვეყანაში არასდროს უნდა შემოსულიყო“, – აღნიშნავს ნოემი სოციალურ ქსელში.
როგორც მედია წერს, 2025 წელს აღნიშნულ პროგრამაში თითქმის 20-მა მილიონმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
