სინოპტიკოსების გაფრთხილება ამინდის გაუარესების შესახებ
1779190606
აშშ-მა კუბის ხელისუფლების წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. კერძოდ, სანქციები დაუწესდა 11 კუბელ მაღალჩინოსანს, მათ შორის კომუნიკაციების მინისტრსა და რამდენიმე სამხედრო ლიდერს, ასევე ქვეყნის მთავარ სადაზვერვო სამსახურს.
სანქციები უფრო ფართო კამპანიის ნაწილია, რომელიც ასევე მოიცავს ვენესუელიდან კუბაში ნავთობის მიწოდების შეზღუდვას.
დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ „კუბის კომუნისტური მთავრობა კორუმპირებული და არაკომპეტენტურია“.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, „60 წელზე მეტი ხნის განმავლობაში კუბის რეჟიმი თავის კომუნისტურ იდეოლოგიას და პირად სიმდიდრეს საკუთარი მოქალაქეების კეთილდღეობაზე მაღლა აყენებს“.
უწყების თქმით, ჰავანა ასევე უცხოურ სადაზვერვო, სამხედრო და „ტერორისტულ ოპერაციებს“ უწყობს ხელს.
ტრამპმა პირველ მაისს ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ვაშინგტონს უფლებას აძლევს, სანქციები დაუწესოს კუბის მნიშვნელოვან სექტორებთან დაკავშირებულ პირებსა და უცხოურ ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებიც მათთან თანამშრომლობენ. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი უახლოეს დღეებში ყოფილი კუბელი ლიდერის, რაულ კასტროს წინააღმდეგ სისხლის სამართლის ბრალდებების წარდგენასაც გეგმავს.