მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ელჭექი და ქარის გაძლიერება - სად ელოდებიან ამინდის მკვეთრ გაუარესებას
1783976044
აშშ-ის წარმომადგენლობითმა პალატამ უკრაინისთვის დამატებით 40 მილიარდი დოლარის გამოყოფას მხარი დაუჭირა.
დოკუმენტი ასევე გულისხმობს ფინანსურ დახმარებაზე პრეზიდენტის უფლებამოსილების 11 მილიარდამდე გაზრდას. ასეთი გადაწყვეტილება ბაიდენის ადმინისტრაციას უფლებამოსილებას აძლევს , ამერიკის შეერთებული შტატების მარაგიდან უკრაინას იარაღი და სამხედრო ტექნიკა გაუგზავნოს.
ამერიკელი პოლიტიკოსის ჩაკ შუმერის განცხადებით, კანონპროექტს ახლა სენატმა უნდა დაუჭიროს მხარი, შემდეგ კი ის ხელმოსაწერად შეერთებული შტატების პრეზიდენტს ჯო ბაიდენს გადაეგზავნება.