ეს 6 ლოცვა ყველა სურვილის ასრულებაში დაგეხმარებათ
1751313261
აშშ-ის სენატმა დონალდ ტრამპის მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტის კენჭისყრა დაიწყო, რომელსაც ტრამპი „დიდ, ლამაზ კანონპროექტს“ უწოდებს.
როგორც „ბიბისი“ წერს, კანონპროექტი ითვალისწინებს დონალდ ტრამპის პირველი ადმინისტრაციის დროს, 2017 წელს მიღებული საგადასახადო შეღავათების გაგრძელებას, ასევე თავდაცვის სფეროში და უსაბუთო მიგრანტების მასობრივი დეპორტაციის დამატებით დაფინანსებას.
კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს სახელმწიფო ვალის ლიმიტის 4 ტრილიონ დოლარამდე გაზრდას. აშშ-ის ფინანსური დეპარტამენტის მონაცემებით, სახელმწიფო ვალი ამჟამად 36 ტრილიონ დოლარს შეადგენს.
აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს სურს, რომ კონგრესმა კანონპროექტი 4 ივლისამდე მიიღოს. როგორც „ბიბისი“ წერს, დებატები შესაძლოა, 20 საათამდე გაგრძელდეს. ვარაუდობენ, რომ კანონპროექტზე კენჭისყრა ოთხშაბათს დილით დასრულდება.
ამასთან, როგორც „სიენენი“ წერს, კონგრესის ბიუჯეტის ოფისის ანალიზის თანახმად, დონალდ ტრამპის კანონპროექტის ვერსია 2034 წელს ჯანმრთელობის დაზღვევის გარეშე დაახლოებით 12 მილიონ ადამიანს დატოვებს. კანონპროექტის მიხედვით, შემცირდება Medicaid-ის ხარჯები, რომელიც უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაზღვევას 71 მილიონზე მეტი დაბალი შემოსავლის მქონე ამერიკელისთვის, მათ შორის ბავშვებისთვის, ხანდაზმულებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და სხვა ზრდასრულებისთვის.